დასაწყისი  
ამოირჩიეთ კითხვარის ფორმა:

ევროპიდან და სხვა კონტინენტებიდან ან ჩვენი რეგიონიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადასაზიდი ტვირთების...

“ევრაზიის ექსპრესი” სთავაზობს თავის კლიენტებს კონსოლიდირებულ და ჩარტერულ საჰაერო გადაზიდვებს (როგორც...

“ევრაზიის ექსპრესმა” ფოთის და ბათუმის პორტებიდან სამხრეთ კავკასიის და შუა აზიის ქვეყნებში სარკინიგზო...

მის ხელთ არსებული ტრაილერების დიდი არჩევანი დაწყებული სტანდარტული ფურებით და დამთავრებული 13,6 მეტრიანი...

“ევრაზიის ექსპრესი” ამიერკავკასიაში საკონტეინერო ტვირთების ერთერთი ყველაზე დიდი ოპერატორი გახლავთ. ფოთის...

“ევრაზიის ექსპრესს” გააჩნია საპროექტო ტვირთების ექსპერტის საერთაშორისო რეპუტაცია, განსაკუთრებით, როდესაც...

გააჩნია რა საკუთარი სასაწყობო მეურნეობები ფოთსა და თბილისში, “ევრაზიის ექსპრესს” შეუძლია შემოგთავაზოთ...

საბაჟო საბროკერო საქმიანობა “ევრაზიის ექსპრესის” ერთერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. როგორც საბაჟო...


თქვენ ხართ ვიზიტორი ნომერი:
Free Web Counter

ევროპიდან და სხვა კონტინენტებიდან ან ჩვენი რეგიონიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადასაზიდი ტვირთების კონსოლიდაცია და ტრანსპორტირება ერთერთი იმ სპეციფიკური მომსახურებათაგანია, რომლსაც “ევრაზიის ექსპრესი” საზღვაო, სახმელეთო ან საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით გაგიწევთ.

2001 წლიდან “ევრაზიის ექსპრესი” გახდა ცნობილი გერმანული კომპანიის “Georgien Transport Logistik GmbH” აგენტი საქართველოში. ჩვენი საიმედო პარტნიორის დახმარებით წარმატებით ვახორციელებთ ევროპიდან და სხვა კონტინენტებიდან, ასევე კავკასიის რეგიონიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადასაზიდი ტვირთების კონსოლიდირებასა და ტრანსპორტირებას საზღვაო, სახმელეთო და/ან საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით. ჩვენი საკონსოლიდაციო ტერმინალი მდებარეობს გერმანიის ქ. მიუნჰენში.

კითხვარის ფორმა სათავეში

“ევრაზიის ექსპრესი” სთავაზობს თავის კლიენტებს კონსოლიდირებულ და ჩარტერულ საჰაერო გადაზიდვებს (როგორც იმპორტს, ასევე ექსპორტს) თბილისის აეროპორტის (თBშ) გავლით.

თბილისის აეროპორტში რეგულარული რეისების განმახორციელებელი ავიაკომპანიების უმეტესობასთან მომსახურების შესახებ დადებული ხელშეკრულებები საშუალებას აძლევს “ევრაზიის ექსპრესს” დაზოგოს თავისი კლიენტების დრო და სახსრები.

“ევრაზიის ექსპრესი” ორგანიზებას გაუწევს თბილის აეროპორტის გავლით ექსპორტზე მიმამვალი ან შემოსული საიმპორტო ტვირთების გადამუშავებასა და დანიშნულების ადგილამდე მიტანას.

კითხვარის ფორმა სათავეში

“ევრაზიის ექსპრესმა” ფოთის და ბათუმის პორტებიდან სამხრეთ კავკასიის და შუა აზიის ქვეყნებში სარკინიგზო გადაზიდვების სანდო შემსრულებლის მყარი რეპურტაცია დაიმსახურა. რკინიგზის ადმინისტრაციასთან დადებული მოცულობაზე ფასდაკლებების სისტემაზე დაფუძნებული ხელშეკრულებები საშუალებას აძლევს “ევრაზიის ექსპრესს” შემოგთავაზოთ ტვირთების ექსპორტთან და იმპორტთან დაკავშირებული, შეღავათიანი, სარკინიგზო საექსპედიტორო და სატრანსპორტო მომსახურება ევროპის, დსთ-ს, შუა აზიის და ჩინეთის ნებისმიერ წერტილში.

კითხვარის ფორმა სათავეში

მის ხელთ არსებული ტრაილერების დიდი არჩევანი დაწყებული სტანდარტული ფურებით და დამთავრებული 13,6 მეტრიანი ტრაილერებით, საშუალებას აძლევს “ევრაზიის ექსპრესს” საავტომობილო ტრანსპორტის მეშვეობით დააკავშიროს თავისი კლიენტები როგორც ცენტრალურ და აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ ევროპის ძირითად პუნქტებთან. ეხება ეს მცირე მოცულობის ნაკრებ ტვირთებს, თუ ტრაილერის სრულ დატვირთვას, მომსახურება ხორციელდება მაქსიმალური შესაძლებელი სიხშირით, რაც საშუალებას გვაძლევს დავაკმაყოფილოთ ჩვენი ყველა კლიენტის მოთხოვნა.

კითხვარის ფორმა სათავეში

“ევრაზიის ექსპრესი” ამიერკავკასიაში საკონტეინერო ტვირთების ერთერთი ყველაზე დიდი ოპერატორი გახლავთ. ფოთის პორტის და საკუთარი საკონტეინერო ტერმინალის მეშვეობით “ევრაზიის ექსპრესი” თავის კლიენტებს სრულ საკონტეინერო მომსახურებას უწევს. ეს მომსახურება მოიცავს: კონტეინერების მიტანას პორტიდან ამიერკავკასიის და შუა აზიის სხვადასხვა პუნქტებში და კლიენტის მიერ დასახელებულ მისამართზე რკინიგზის ან საავტომობილო ტრანსპორტის მეშვეობით, ისევე როგორც სრულად დატვირთული კონტეინერებისა და ნაკრები საკონტეინერო ტვირთების მიწოდებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ სპეციალური ტარიფები, რომლებიც მიღებული გვაქვს რესპექტაბელური საზღვაო ხაზებისაგან. ყველა საზღვაო გადაზიდვა ხორციელდება “ევრაზიის ექსპრესის” სახაზო კონოსამენტის პირობების შესაბამისად.

“ევრაზიის ექსპრესი” აქტიურად ეწევა სახელშეკრულებო და ნაყარი ტვირთების ტრანსპორტირებას და შუძლია შესთავაზოს თავის კლიენტებს ასეთი ტვირთების მსოფლიოს თითქმის ყველა დანიშნულების წერტილში ან ამ პუნქტებიდან გადაზიდვა.

კითხვარის ფორმა სათავეში

“ევრაზიის ექსპრესს” გააჩნია საპროექტო ტვირთების ექსპერტის საერთაშორისო რეპუტაცია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე რთულ სალოგისტიკო ოპერაციებს და ძალზედ მძიმე ტვირთებს ეხება. ჩვენს მიერ უმაღლეს დონეზე შესრულებულმა მრავალმა პროექტმა მოგვიტანა უდიდესი გამოცდილება, რომელსაც ყველა ჩვენი პარტნიორი აღიარებს.

ჩვენ შეგვიძლია ყველაზე მოუხერხებელ ტვირთებთან მუშაობა, იმ ტვირთებთანაც კი, რომელთა გადაზიდვა შეიძლება განუხორციელებელი მოგეჩვენოთ. გზის ყოველი მეტრი გაზომილი, რუკაზე დატანილი და გაანალიზებული გვაქვს და მიღებული გვაქვს ყველა საჭირო წინასწარი ზომა. ჩვენ ვამაგრებთ ხიდებს და ესტაკადებს, დროებით ვხსნით ქუჩის განათებას, სატელეფონო და დენის კაბელებს, ვაფართოებთ გზებს და, საჭიროების შემთხვევაში, ახალ შემოვლით ან მისასვლელ გზებსაც კი ვაშენებთ.

ამ მიმართულებით ჩვენი საქმიანობა ხშირად ახლი ტექნოლოგიების სრული მოცულობით გამოყენებას და სამოქალაქო მშენებლობის პროექტების განხორციელებას მოითხოვს, ხოლო ეს ურთულეს გაანგარიშებებს, დეტალური სპეციფიკაციების შედგენას და საინჟინრო ნახაზების სრული კომპლექტის შექმნას საჭიროებს, რასაც ჩვენ წარმატებით ვართმევთ თავს.

კითხვარის ფორმა სათავეში

გააჩნია რა საკუთარი სასაწყობო მეურნეობები ფოთსა და თბილისში, “ევრაზიის ექსპრესს” შეუძლია შემოგთავაზოთ ტვირთების დასაწყობებასთან, გადამუშავებასთან და ლოგისტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურება. ჩვენი საბაჟო კონსულტანტები დაგეხმარებიან თქვენს ყველა შეკითხვაზე კომპეტენტური პასუხის მიღებაში.

კითხვარის ფორმა სათავეში

საბაჟო საბროკერო საქმიანობა “ევრაზიის ექსპრესის” ერთერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. როგორც საბაჟო ბროკერი, “ევრაზიის ექსპრესი” თავისი კლიენტების სახელით საექსპორტო საბაჟო დეკლარაციების გაფორმებას და საიმპორტო ტვირთების განბაჟებას ახორციელებს.

კომპანია ამ სფეროს ექსპერტს წარმოადგენს და საუკეთესო ურთიერთობები გააჩნია ადგილობრივ საბაჟო სამსახურებთან.

კითხვარის ფორმა სათავეში

  © Euroaseian Express. Designed by CT Design