კონსოლიდირებული გადაზიდვები საზღვაო, საჰაერო და ტრანსპორტით
კონსოლიდირებული (წვრილპარტიული) ტვირთების, ევროპიდან და სხვა კონტინენტებიდან ან ჩვენი რეგიონიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ტრანსპორტირება ერთერთი იმ სპეციფიკურ მომსახურებათაგანია, რომელსაც ევრაზიის ექსპრესი საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტის მეშვეობით ახორციელებს. სააგენტო ქსელის მეშვეობით ხორციელდება წვრილპარტიული ტვირთების ტრანსპორტირება კონსოლიდირების ადგილამდე და მათი შემდგომი გადაზიდვა დანიშნულებისამებრ.
ასე მაგალითად, პარტნიორებთან ალიანსში ევრაზიის ექსპრესს შეუძლია მოემსახუროს წვრილპარტიულ ტვირთებს ევროპის ყველა ინდუსტრიულ არეალში და მოახდინოს მათი კონსოლიდირება შემდგომი ტრანსპორტირებისათვის შესაძლო დროის მოკლე პერიოდში. ევროპაში კომპანიის ძირითად საკონსოლიდაციო პუქტებს წარმოადგენს გერმანიის და ბულგარეთის საკონსოლიდაციო საწყობები.
ყოველკვირეული გამოსვლები საკონსოლიდაციო საწყობებიდან, „კარიდან-კარამდე“ კოტირებული ტარიფები და ტვირთების მოძრაობის თვალყურის დევნების საშუალება იდეალურს ხდის ჩვენ სერვისს ევროპიდან საქართველოში პალეტიზირებული და არაპალეტიზირებული ტვირთებისათვის.
რით არის მომხიბვლელი დამკვეთებისათვის ჩვენი სერვისი
- მოქმედების არეალი, რომელიც 39 ქვეყანაზე ვრცელდება და პრაქტიკულად მთელ ევროპას მოიცავს.
- ტრანსპორტირების მაქსიმალურად შესაძლო მოკლე ვადები, რომელიც შესაძლებელს ხდის ტვირთების მიღების განრიგის არსებობას.
- ტვირთების მოძრაობის თვალყურის დევნების შესაძლებლობა.