სპეციალური კურიერული მომსახურება
ევრაზიის ექსპრესმა კვალიფიციური სპეციალისტის რეპუტაცია დაიმკვიდრა ისეთი ტემპერატურისა და გადაზიდვის ხანგრძლივობის მიმართ კრიტიკული ტვირთების აღებასა და დანიშნულებისამებრ ტრანსპორტირებაში, როგორიცაა ფარმაკოლოგიური სუბსტანციები, კლინიკული კვლევებისთვის განკუთვნილი მასალები და ა.შ. კომპანიის შესაბამისი ქვედანაყოფების მხრიდან ყველა ამგვარი ტვირთი ინდივიდუალური ყურადღების ქვეშაა მოქცეული და პრიორიტეტული რეჟიმით სარგებლობს.
გადაზიდვისთვის საჭირო სპეციალური შეფუთვის შერჩევისას ევრაზიის ექსპრესი დამკვეთებს გაუწევს რეკომენდაციას და საჭიროების შემთხვევაში თვითონ მიაწვდის მათ შეფუთვას თუ მაცივარ აგენტებს (გამაციებელ საშუალებებს), რათა გარანტირებული იქნას აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმის დაცვა. ტრანსპორტირების დროს ამგვარი ტვირთები სისტემატიური მონიტორინგის ქვეშ იმყოფება და აუცილებლობის შემთხვევაში ხორციელდება მაცივარ აგენტების ჩანაცვლება ან შევსება.
გადაზიდვის დაწყებამდე, უკლებლივ ყველა ტვირთის თანმხვლები დოკუმენტაცია შემოწმებას გადის კომპანიის სამსახურების მხრიდან, რათა იგი შესაბამისობაში მოვიდეს დანიშნულების ან გაგზავნის ქვეყნის კანონმდებლობასთან. ამგვარი პროცედურა შესაძლებელს ხდის ტვირთების დანიშნულებისამებრ გადატანას მაქსიმალურად ხანმოკლე პერიოდში. რამეთუ საბაჟო თუ სხვა აუცილებელი პროცედურების ხანგრძლივობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ამგვარი ტვირთების გაგზავნა ხორციელდება პირველივე შესაძლო ავია რეისით.