რას გთავაზობთ
საავტომობილო გადაზიდვები
ევრაზიის ექსპრესი საავტომობილო გადაზიდვების განხორციელებისას ოპერირებს არა მხოლოდ საკუთარი ავტო სატრანსპორტო საშუელებებით, არამედ ძალზედ აქტიურად იყენებს ქვეკონტრაქტორების საავტომობილო ტრანსპორტს. დღესდღეობით კომპანია ოპერირებს საავტომობილო პარკით, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის 400-მდე მაწევარას და 250-მდე მისაბმელს.
ახორციელებს რა საავტომობილო გადაზიდვებს TIR და CMR კონვენციების შესაბამისად, კომპანია სთავაზობს დამკვეთებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების სრულ სპექტრს. საავტომობილო პარკის მოცულობა და ქვეკონტრაქტორების სიმრავლე საშუალებას იძლევა ნებისმიერი მოცულობით და ნებისმიერი მიმართულებით, სწრაფად და ეფექტურად შესრულდეს გადაზიდვა პირობით „კარიდან კარამდე“.